Friday, April 17, 2015

Wednesday, April 15, 2015

დღე მერვე: ვიმუშავეტ პროექტის გეგმის შაბლონზე

Thursday, April 9, 2015

დღე მეშვიდე  დავამთავრე მოსწავლის პრეზენტაცია, გავეცანი დროის ჩარჩოს დაშეფასების რუბრიკებს,მენეჯმენტს და საავტორო უფლებებს.;

Friday, April 3, 2015

მეექვსე დღე

დღეს შევისწავლეთ მასწავლებლის პორტფოლიოს შექმნა google drive-ში  გაგზავნა-გაზიარება, ინფორმაციის ატვირთვა და შენახვა. გავეცანით გაზეთის შაბლონის შექმნას, მოსწავლის ნამუშევრების პრეზენტაციას, პროექტის პორტფოლიოს შექმნას.

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Thursday, September 5, 2013

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება
      საკვები პროდუქტები და უსაფრთხო კვება
2.პროექტის მთავარი იდეა
    ბავშვებმა შეისწავლონ რა სახის საკვები პროდუქტები მზადდება რეგიონში და როგორ ხდება მათი შენახვა.
   3 პროექტის აქტუალობა.
    ბავშვები შეისწავლიან რა მნიშვნელობა აქვს საკვების სწორად შენახვას და როგორ მიიღონ უსაფრთხო საკვები.
   4 პროექტის მიზნები:
    .ბავშვები შეისწავლიან რა სახის პროდუქტები მზადდება(ცხოველური, მცენარეული) ოჯახურ პირობებში და როგორ ხდება მათი შენახვა ისე, რომ ჯანმრთელობისთვის არ იყოს საზიანო.
  5.მონაწილეთა ასაკი: 10 წელი.
  6.პროექტის ხანგრძლივობა-5 დღე.
  7 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას::
    მოსწავლეები დაწერენ პრეზენტაციას რეგიონში დამზადებული საკვები პროდუქტების შესახებ. დახატავენ იმ მცენარეულ კულტურებს, რაც მოჰყავთ რეგიონში, შეაგროვებენ ფოტომასალას, როგორ და რა პირობებში  ინახავენ საკვებ პროდუქტს ზამთრისათვის.
  8.საჭირო რესურსები:
      სახელმძღვანელო, კალამი, ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფოტოაპარატი, ადამიანური რესურსი მშობლების, უფროსების სახით, კომპიუტერი.
  9.პროექტის მსვლელობა.
    10 მოსწავლისაგან შემდგარი ჯგუფი გაეცნობა პროექტს. საკვები პროდუქტები გაიყოფა 2 ჯგუფად: მცენარეული დაცხოველური.
   მოსწავლეები გაიყოფიან 2 ჯგუფად.
   ერთ ჯგუფს დაევალება შეისწავლოს( გამოიკითხოს უფროსებისაგან) რა სახის მცენარეული კულტურები მოჰყავთ რეგიონში, როგორ ხდება მათი შენახვა-დაბინავება საზამთროდ( მარცვლეული, კარტოფილი, სხვადასხვა ბოსტნეული და ხილი). რას ამზადებენ ბოსტნეულისაგან( ხილისაგან), რა სახით ინახავენ( მწნილი, კონსერვები, კომპოტები, ხილფაფები, მურაბები, ჩირი და სხვა). როგორ უნდა შევინახოთ, რომ საკვები
პროდუქტი არ გაფუჭდეს და არ იყოს საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
    მეორე ჯგუფს დაევალება შეისწავლოს რომელ შინაურ ცხოველებს და ფრინველებს უვლიან რეგიონში, რა საკვებ პროდუქტებს ამზადებენ, რისი შენახვა შეიძლება ზამთრისთვის, როგორ ინახავენ( ყველი,ხორცი, კვერცხი, რძე, მაწონი და ა.შ.). რისი შენახვა არ შეიძლება.
   ჯგუფში თითოეული მონაწილე უფროსების დახმარებით შექმნილ დასურათებულ ნამუშევარს წარადგენენ პროექტის ხელმძღვანელთან.
   10 საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
     .ბუნება, ხელოვნება, ისტ.
    11.პროექტის ხელმძღვანელი
     : სვეტლანა ზედგინიძე
    12 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
:.zedginidzesvetlana@gmail.com
     13 პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
   :.პროექტის მიმდინარეობა და შედეგები განთავსდება მასწავლებლის მიერ შექმნილ ბლოგზე, სადაც მითითებული იქნება მონაწილეთა მონაცემები.